შაბათს, 26 ოქტომბერს, ღამით, ისრაელმა იერიში მიიტანა ირანში სამხედრო ობიექტებზე – 1-ლი ოქტომბერის ირანის თავდასხმის საპასუხოდ. IDF-მა ოფიციალურად განმარტა, რომ დარტყმები განხორციელდა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე და არა ბირთვულ ან ენერგეტიკულ ობიექტებზე. შეტევა მოხდა  რამდენიმე ეტაპად („ტალღოვანი“) და გაგრძელდა სამი საათი.

თეირანზე თავდასხმების პირველი ცნობები დაახლოებით 02:00 საათზე მოვიდა. ირანის დედაქალაქის მაცხოვრებლები პანიკურად გამოვიდნენ ქუჩებში. პარალელურად გავრცელდა ცნობები სირიაში (დამასკოში) და ერაყში აფეთქებების შესახებ. სირიაში საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაესხნენ თავს.

დაახლოებით 06:00 საათზე ითქვა, რომ ისრაელის მისია დასრულებულია. “20-ზე მეტ ობიექტს დაესხნენ თავს”, – განმარტა ისრაელის წყარომ. დაკონკრეტდა, რომ თავდასხმა მოხდა  საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რაკეტებისა და თავდასხმის დრონების წარმოების ქარხნებზე, რაკეტების გამშვებ პუნქტებზე, სამხედრო ბაზებსა და ობიექტებზე თეირანის საერთაშორისო აეროპორტის მიდამოში.

ისრაელის სამხედრო კომენტატორებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა ირანის მთავარ სამხედრო ინდუსტრიულ ობიექტებს, მათ შორის რაკეტებისა და დრონების ქარხნებსა და ბალისტიკური რაკეტების გაშვების ბაზებს. თავის მხრივ, ირანული ოპოზიციური მედია იტყობინება, რომ  თავდასხმები ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სამხედრო ცენტრებზე, ლოჯისტიკურ ცენტრებსა და სასწავლო ბაზებზეც მოხდა.

ოპერაციაში IDF-ის ათობით მებრძოლი და თვითმფრინავი მონაწილეობდა. ისინი ყველა უვნებლად დაბრუნდნენ სახლში, არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციაში 4 ქალი პილოტი მონაწილეობდა. ამით ეს იყო ასევე ერთგვარი დარტყმა ფუნდამენტალიზმზე.

ისრაელი ირწმუნება, რომ ირანმა ვერ გაიგო, რა და როგორ მოხდა, ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, რადგან თეირანში არც გამაფრთხილებელი სისტემები (სირენები) აქვთ და არც ინფორმაცია ვრცელდება.

ისრაელის წყაროები განმარტავენ,  რომ შეერთებული შტატები წინასწარ გააფრთხილეს დარტყმის შესახებ და  მზადება კოორდინირებული იყო ამერიკელებთან, მიუხედავად სკანდალისა პენტაგონიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ. თეთრმა სახლმა ისრაელის ქმედებებს “თავდაცვა” უწოდა. სამხედრო ასპექტში ამერიკელები არ მონაწილეობენ ირანში IDF-ის ოპერაციაში.

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა:

► IDF-ის ოფიციალური განმარტება:

IDF-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ ჰაგარმა შაბათს, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ IDF-მა ღამის ოპერაცია ირანში, სახელწოდებით „მონანიების დღეები“ წარმატებით დაასრულა. ”ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანმიმართული დარტყმები განახორციელეს სამხედრო ობიექტებზე ირანის ზოგიერთ რაიონში, ყველა ჩვენი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა თავის ბაზებზე”- ნათქვამია ჰაგარის განცხადებაში.

ფაციტი:

როგორც ჩანს, ისრაელის შეტევა ირანზე იყო “მოთელვა”:

📡 განადგურდა საჰაერო თავდაცვა

📡 გაანადგურეს რუსული S-300 და S-400 საჰაერო თავდაცვის რადარები ირანში

📡განადგურდა შაჰიდების ქარხანა, საწყობი.

ახლა, როდესაც ირანის საჰაერო თავდაცვა მთლიანად დაბრმავებულია, ისრაელს შეუძლია თავისუფლად შეუტიოს მის ბირთვულ ობიექტებს.

Recommended Posts

სტატიები

პანდა, ტალონი და რონი – გაიცანით ცაჰალის ინოვაციური რობოტები

ყოველი სამხედრო კონფლიქტის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების არსენალში ჩნდება ახალი, ინოვაციური იარაღი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს. ათი წლის წინანდელი ბრძოლის ველი რადიკალურად განსხვავდება დღევანდელისაგან და მით უმეტეს, მომავლისგან. დღეს რეალობა აჭარბებს ფიქციას: ჯარისკაცებთან ერთად რობოტები და ტექნოლოგიური სისტემები მუშაობენ ჯარის რიგებში. ზოგიერთ […]

Michael
სტატიები

უჩვეულო პროტესტი ირანში: მამაცმა სტუდენტმა ქუჩაში გაიხადა

ირანში სტუდენტი დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის ტარების იძულების პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაშიშვლდა. ინციდენტის შესახებ, რომელიც მოხდა წინა დღეს, ცნობილი გახდა 3 ნოემბერს, საღამოს, უფლებადამცველი ჯგუფის Amnesty Iran-ის პუბლიკაციიდან. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გოგონას ფოტო გამოჩნდა, ირანის აიათოლას რეჟიმის ოფიციალური მედია […]

Michael