როგორ მეორდება ისტორია – ზუსტად 51 წლის წინ, ამ დღეს, იომ ქიფურის ომი ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო. ებრაელების ყველაზე მნიშნველოვან დღესასწაულზე, ისრაელს თავს დაესხნენ ორი მხრიდან: სირიიდან და ეგვიპტიდან.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტების მიერ ისრაელში  მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტვამ ყველას ერთგვარი დეჟა-ვუს შეგრძნება დაუტოვა. მას შემდეგ, უკვე ერთი წელი გადის და სწორედ იომ ქიფურის წლისთავზე,  6 ოქტომბერს, ისრაელი ახალი ომის წინაშე დგას, რომელიც შვიდ სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარეობს.

მესიჯი ნათელია: ისრაელი ყოველთვის დაიცავს თავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მტერი აღდგება მის  წინააღმდეგ.

ისრაელის ჯარისკაცები დგანან და ლოცულობენ, იომ ქიფურის ომის დროს.  იომ ქიფურის ომი ისრაელსა და ეგვიპტის, იორდანიასა და სირიის არაბულ სახელმწიფოებს შორის გაგრძელდა 1973 წლის 6 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე.

1973 წლის 6 ოქტომბერს, ებრაულ დღესასწაულზე, იომ ქიფურზე, სირია და ეგვიპტე თავს დაესხნენ ისრაელს. ისრაელის არმია მოუმზადებელი იყო.

სირიასა და ეგვიპტეს სურდათ გამოეყენებინათ ომი 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელის მიერ დაკავებული  ტერიტორიების – გოლანის სიმაღლეებისა და სინაის ნახევარკუნძულის დასაბრუნებლად.

შეერთებული შტატების იარაღის მხარდაჭერით, ისრაელის არმიამ შეაჩერა თავდასხმები და მალე  ფაქტობრივად კაიროსა და დამასკოს მიჯნაზე მივიდა.

ომს შედეგები მოჰყვა დანარჩენი მსოფლიოსთვის: არაბულმა სახელმწიფოებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ნავთობის იმპორტს დასავლეთის ქვეყნებში და ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა. ბევრგან იყო ეკონომიკური კრიზისი.

გაეროს უშიშროების საბჭომ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ისრაელის გასვლას დაკავებული ტერიტორიებიდან და სირიისა და ეგვიპტის მიერ ისრაელის აღიარებას.

1973 წლის 24 ოქტომბერს ოფიციალური ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი ბრძოლები გაგრძელდა. აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევით განიმუხტა სიტუაცია.

ომში დაიღუპა 2700 ისრაელელი და დაახლოებით 20, 000 სირიელი და ეგვიპტელი.

1979 წლის 26 მარტს ეგვიპტესა და ისრაელს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება: ის ითვალისწინებდა, რომ ისრაელმა უნდა დატოვოს სინაის ნახევარკუნძული. სანაცვლოდ ეგვიპტემ აღიარა ისრაელი.

გოლანის მაღლობები კვლავ დაკავებული დარჩა ისრაელის მიერ.  მას შემდეგ გაეროს სამშვიდობო მისია იცავს საზღვრებს ისრაელსა და სირიას შორის. სირია ჯერ კიდევ არ ცნობს ისრაელის სახელმწიფოებრიობას.

Recommended Posts

მსოფლიო

როგორ დაატყვევეს ისრაელის კომანდოსებმა ჰეზბოლას საზღვაო ოპერატორი ლიბანში

ლიბანურმა წყაროებმა, რომლებიც დაკავშირებულია ჰეზბოლასთან, 2 ნოემბერს, შაბათს ნაშუადღევს  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელის საზღვაო ძალების დიდი ჯგუფი, ჩავიდა ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ბატრუნის სანაპიროსთან, ისრაელის საზღვრიდან 140 კილომეტრში და იქ დააკავეს ამ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. რამდენიმე საათის შემდეგ, ინფორმაცია მაღალი რანგის მებრძოლის […]

Michael
მსოფლიო

ისრაელის შეუდარებელი საჰაერო მემკვიდრეობა: 3 ყველაზე წარმოუდგენელი ოპერაცია

შაბათს, დილით თეირანში, შირაზსა და ყარაჯში ისრაელის ოპერაცია განხორციელდა. ისრაელის საჰაერო ძალებმა, რომლებიც ატარებდნენ ოპერაცია “მონანიების დღეებს”, განახორციელეს სამტალღოვანი შეტევა ირანის სარაკეტო და უპილოტო ობიექტებზე – ისრაელის 100-ზე მეტი  თვითმფრინავი, მათ შორის მოწინავე F-35 გამანადგურებელი, მონაწილეობდა ამ მაღალ გათვლილ ოპერაციაში. მიზანი ნათელი […]

Michael