ისრაელი წარმატებული ქვეყანაა რეგიონში. იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილი კორუფციით, ავტორიტარიზმითა და ეკონომიკური სტაგნაციით არის დაავადებული, ისრაელი გადაიქცა მაღალტექნოლოგიურ ჰაბად. ეს არის „დამწყები ერი“, რომელიც ლიდერობს მსოფლიოში ტექნოლოგიაში, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. მისი ბევრი მეზობლისთვის ეს ძნელად მოსანელებელია.
და მაინც, როგორ უმკლავდება ისრაელი ამედენ დაუნდობელ მტრობას? სიმტკიცით, რწმენით და ინოვაციებით.
1. სამხედრო ძალა
ისრაელმა იცის, რომ მას არ აქვს გადაცდომის უფლება. გარშემორტყმული მტრებით, რომლებსაც ფაქტობრივად სურთ მისი წაშლა რუკიდან, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) არ არიან მხოლოდ სამხედროები – ისინი აუცილებლობაა. ისრაელის ყველა მოქალაქემ იცის, რომ სამხედრო სამსახური არ არის მხოლოდ ვალდებულება; ეს არის გადარჩენა. რკინის გუმბათის სისტემა, რომელიც იჭერს რაკეტებს, არის ისრაელის გადაწყვეტილების სიმბოლო, დაიცვას თავისი ხალხი ნებისმიერ ფასად.
მაგრამ მოდით, ცალსახად ვთქვათ: ისრაელი მხოლოდ სამხედრო ძალას არ ეყრდნობა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი საშუალებაა. ისრაელი მუდმივად ეძებს მშვიდობას, მათთანაც კი, ვისაც ის სძულს. მან დათმო მიწა ეგვიპტესთან და იორდანესთან მშვიდობის სანაცვლოდ, რითიც დაადასტურა, რომ მზად იყო კომპრომისზე წასვლისთვის. თუმცა, როდესაც ერთ ლოყაზე გაარტყამენ, ისრაელი მეორეს არ უშვერს, ის უკან ურტყამს – და თანაც ძლიერად.
2. ეკონომიკური გამომგონებლობა
მიუხედავად ბოიკოტების, სანქციებისა და გაუთავებელი პროპაგანდისა, ისრაელის ეკონომიკა ყვავის. ქვეყნის ინოვაციებს ტექნოლოგიაში, სოფლის მეურნეობასა და მედიცინაში სარგებელი მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. წვეთოვანი მორწყვის სისტემებიდან, კიბოს უახლეს მკურნალობამდე, ისრაელი თავისი წვლილით ბევრად აღემატება მის ზომას. ცოტა უცნაურად ჟღერს თუმცა ასეა: ის ხალხი, ვინც ისრაელს აკრიტიკებს, ხშირად მის გამოგონებებზეა დამოკიდებული.
3. რწმენა და იდენტობა
ისრაელელებს აქვთ რაღაც, რაც მათ კრიტიკოსებს აკლია: მიზანი. მათ იციან ვინ არიან და რისთვის იბრძვიან. ბიბლია არ არის მხოლოდ მტვრიანი წიგნი ისრაელელების თაროზე – ის ცოცხალი აღთქმაა. პასაჟები, როგორიცაა „უფალი იბრძვის შენთვის; თქვენ მხოლოდ მშვიდად უნდა იყოთ“ (გამოსვლა 14:14) შთააგონებს ისრაელელებს მოთმინებისკენ, მაშინაც კი, როცა შანსები შეუძლებელია. რწმენა არ არის მხოლოდ სულიერი კონცეფცია ისრაელში; ეს არის მამოძრავებელი ძალა.
4. სქელი კანი
როდესაც მსოფლიო ყვირის, ისრაელი არ იძაბება. ისრაელელებმა ისწავლეს ხმაურის იგნორირება და ფოკუსირება იმაზე, რაც მნიშვნელოვანია: გადარჩენა და პროგრესი. ისინი არ კარგავენ დროს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ სიძულვილი. ამის ნაცვლად, ისინი თავიანთ ენერგიას მიმართავენ უკეთესი მომავლის შექმნისთვის.
და ბოლოს:
ისრაელი იმედის მქონე ქვეყანაა. ებრაელმა ხალხმა გაიარა ჯოჯოხეთი, პოგრომები, ჰოლოკოსტი, ომები – და მიუხედავად ამისა, ისინი უარს ამბობენ მსხვერპლის როლზე. სამაგიეროდ, ისინი არიან მშენებლები, მეოცნებეები და მებრძოლები.
და აი, კიდევ რაღაც: ისრაელს არ სურს მხოლოდ საკუთარი თავის აყვავება. მშვიდობა სურს. მას სურს მეზობლებთან ერთად თანაცხოვრება. მას სურს თავისი ცოდნა და ინოვაციები გაუზიაროს მსოფლიოს. მაგრამ ისრაელი არასოდეს მოიხდის ბოდიშს არსებობისთვის და არასოდეს მისცემს მტრებს მისი განადგურების საშუალებას.