
ომის დროს ისრაელში ტურიზმი მხოლოდ მამაცობა არ არის – საქმე მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში არ არის; საქმე თანადგომაშია. როდესაც ისრაელს თავს ესხმიან, როდესაც რაკეტები ცვივა და როდესაც მედია ებრაული სახელმწიფოს გაკრიტიკების კიდევ ერთ შესაძლებლობაზე ოცნებობს, იქ ჩასვლა ერთ რამეს ნიშნავს: შენ მხოლოდ შორიდან მაყურებელი კი არა, მხარდამჭერი ხარ!
ადამიანების უმეტესობა ფუფუნების მოგზაურობის დაჯავშნას ამჯობინებს, ვიდრე ომის თემატიკის მქონე ქვეყანაში ფეხის დადგმას. თუმცა, მედიის ჰედლაინები მთელ ამბავს არ გადმოსცემენ. ისრაელი ომის ზონა არ არის – ისრაელი სასწაულია. ის ცოცხალი, სულიერი, ვიბრაციულია. კონფლიქტის დროსაც კი უსაფრთხოა. უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქალაქები, თუ გულახდილები ვიქნებით.

როდესაც ომის დროს იერუსალიმის ქუჩებში დადიხართ, ხედავთ ერს, რომელიც უარს ამბობს მტერთან დაჩოქებაზე. დაინახავთ ღია კაფეებს, ბავშვებს, რომლებიც სკოლაში დადიან, ხალხს, რომლებიც დასავლეთის კედელთან ლოცულობს და ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. ბედნიერ სახეებს, ლაღ და ნათელ მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ სიმამაცეზე! ეს არ არის მუხლებზე დაჩოქილი ქვეყანა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მაღლა დგას და რომლის დნმ-შიც აბრაამის, ისააკისა და იაკობის ძალაა.

კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს;
ეს მიწა არ არის მხოლოდ სანახაობა. ეს დაპირებაა. როდესაც იუდეის მთებში დადიხართ, როდესაც გალილეაში დგახართ – თქვენ იმავე მიწაზე დგახართ, სადაც წინასწარმეტყველები დადიოდნენ. იმავე მიწაზე ხართ, სადაც მეფეები მართავდნენ, სადაც დავითი იბრძოდა და სადაც ქრისტე ქადაგებდა და სასწაულებს ახდენდა. ეს საოცრებაა!

ისრაელი არ არის ომის ზონა
მოდით, ვაღიაროთ – ჰედლაინები ხშირად არ ამართლებს რეალობას. ისინი ფოკუსირებულია დაძაბულობაზე, საფრთხეზე, დრამაზე. მაგრამ ისინი არ ახსენებენ გულს. სიხარულს. ისრაელში ცხოვრების ყოველდღიურ სილამაზეს. ისინი არ ახსენებენ ხალხს – მდგრადობას, სითბოს, იმას, თუ როგორ ხდებიან უცხოები ერთ ღამეში ოჯახის წევრები.
თქვენ ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, შეიგრძნოთ და გამოსცადოთ

ისრაელი არა მხოლოდ გადარჩება. ის აყვავებულია და უფრო აყვავდება. დიახ, ეს არის ქვეყანა, რომელიც გამოწვევების წინაშე დგას – მაგრამ ის მათ ძალით, რწმენით და ურყევი სულით უპირისპირდება. და როდესაც სტუმრობთ, განსაკუთრებით რთულ დროს, თქვენ ამ ისტორიის ნაწილი ხდებით.

თქვენი ყოფნა რაღაც ძლიერს ამბობს: რომ თქვენ ზრუნავთ. რომ ხედავთ. რომ ეს მიწა და მისი ხალხი მნიშვნელოვანია თქვენთვის.

როდესაც ქუჩებში დადიხართ, ბაზრობებზე ყიდულობთ, სასტუმროებში რჩებით – თქვენ არა მხოლოდ ისრაელის ტურიზმს უჭერთ მხარს. თქვენ გულებს ახარებთ. თქვენ ახსენებთ ოჯახებს, რომლებსაც ფორმაში მყოფი საყვარელი ადამიანები ფრონტზე ჰყავთ და საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი იბრძვიან ცივსისხლიანი ტერორისტების წინააღმდეგ, რომ ისინი მარტო არ არიან. თქვენ ამხნევებთ ბიზნესის მფლობელებს, ტურისტულ გიდებს, მძღოლებს და ადგილობრივ თემებს თქვენი იქ ყოფნით.

ზოგჯერ ყველაზე ძლიერი გზავნილი ხამამაღლა არ ყვირის. ეს უბრალოდ იქ ყოფნაა. ისრაელში კი ეს ყველაფერს ნიშნავს.
და დიახ, ეს სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

რადგან ისრაელის გვერდით დგომით, თქვენ არა მხოლოდ ერთან დგახართ – თქვენ ღმერთთან დგახართ.
„ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“ – დაბადება 12:3.

