საკამათო “Sarco-Pad” პირველად გამოიყენეს შვეიცარიაში. ქვეყანას აქვს ლიბერალური კანონმდებლობა ევთანაზიის შესახებ, მაგრამ ახლა საქმეში პროკურატურა ჩაერია.

თვითმკვლელობის კაფსულა “სარკო-პადი” პირველად გამოიყენეს შვეიცარიაში. ადამიანი ნებაყოფლობით გარდაიცვალა მოწყობილობის გამოყენებით.

კაფულის ექსპლუატაციაში გაშვება მოსალოდნელი იყო ივლისიდან – თუმცა  ახლა საქმე რეალურ იურიდიულ დაპირისპირებამდე მიდის. როგორც პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, კანტონ შაფჰაუზენის პროკურატურას იურიდიულმა ფირმამ აცნობა, რომ სარკოს კაფსულის გამოყენებით თვითმკვლელობა ორშაბათს მოხდა მერისჰაუზენის ტყის ქოხის მახლობლად. პროკურატურამ მანამდე გააფრთხილა Exit International-ი, რომელიც კაფსულის უკან დგას,  რომ კაფსულის ნებისმიერ ოპერატორს მისი გამოყენების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა დაემუქრებოდა.

პოლიციის ცნობით, „რამდენიმე პირი“ უკვე დაკავებულია. მათ შორის,  ჰოლანდიურმა გაზეთმა „Volkskrant“-მა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ფოტოგრაფიც დააპატიმრეს,  რომელიც ფაქტს ესწრებოდა და იღებდა. შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ელიზაბეტ ბაუმ-შნაიდერმა თქვა; „სარკოს თვითმკვლელობის კაფსულა არ შეესაბამება კანონიერებას. ის არ აკმაყოფილებს პროდუქტის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნებს. მაშასადამე, ის არ შეიძლება იყოს ბაზარზე.”

შვეიცარიაში ევთანაზია ზოგადად ნებადართულია. თვითმკვლელობის ხელშემწყობაც კი დასაშვებია მანამ, სანამ ადამიანი იკლავს საკუთარ თავს  სურვილით, ხოლო, ის, ვინც მას ეხმარება სიკვდილში, ამას არ აკეთებს „ეგოისტური მოტივებით“.

შვეიცარია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ხედავს საკუთარი სიცოცხლის დასრულების სურვილს, როგორც სამოქალაქო თავისუფლებას და თვითგამორკვევის მომენტს. ბევრი ქვეყანა აღიქვამს ამას ბევრად უფრო შეზღუდულად და მკაცრად, სწორედ ამიტომ შვეიცარიაში  განვითარდა თვითმკვლელობის ტურიზმის ტიპი “Last Trip to Switzerland” („ბოლო მოგზაურობა შვეიცარიაში“).

ამ გარემოში ავსტრალიელმა ფილიპ ნიჩკემ 2019 წელს წარმოადგინა სიკვდილის კაფსულის პროექტი. Sarco, რომელიც  მოგვაგონებს სარკოფაგს – არის ფუტურისტული გარეგნობის წაგრძელებული კაფსულა, რომელიც მიზნად ისახავს უმტკივნეულო სიკვდილის საშუალებას სხვა ადამიანების დახმარების გარეშე.

2020 წელს შვეიცარიაში 1300-მდე ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ევთანაზიით. იქ შეგიძლიათ – თუნდაც არაშვეიცარიის მოქალაქემ – მიმართოთ თხოვნით  სპეციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პასიურ ევთანაზიას. შხამი პენტობარბიტალი ჩვეულებრივ ინიშნება იმისთვის, რომ სიკვდილი იყოს რაც შეიძლება უმტკივნეულო. ორგანიზაცია აუცილებელია, რადგან მართალია,  შვეიცარიაში თვითმკვლელობა ნებადართულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასიკვდილო შხამები თავისუფლად არის ხელმისაწვდომი. მხოლოდ ექიმს შეუძლია გასცეს პენტობარბიტალის რეცეპტი. ორგანიზაციით კი ამ ყველაფერს უფრო სწრაფად და მარტივად აგვარებთ.

სარკოს კაფსულა კი, თავის მხრივ, მუშაობს აზოტით. სიკვდილი ხდება ჟანგბადის ნაკლებობის გამო. სწორედ ამიტომ გამოიგონეს  ჰერმეტული კაფსულა, რომელშიც ჟანგბადი გადაადგილდება აზოტით. ამ ტიპის სიკვდილი უმტკივნეულოდ ითვლება. ადამიანები  ვერ ამჩნევენ ჟანგბადის ნაკლებობას, იძინებენ და აღარ იღვიძებენ – აშკარა ნიშანი იმისა, რომ ისინი არ განიცდიან რაიმე ტანჯვას. მნიშვნელოვანია, რომ სუნთქვის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. თუ სუნთქვის რეფლექსი შეჩერებულია, სხეული პანიკურად ებრძვის სიკვდილს, ისევე როგორც დახრჩობისას.

კაფსულა დამზადებულია ნიდერლანდებში 3D პრინტერის გამოყენებით. მწარმოებელი კომპანია იქ არის დაფუძნებული, მაგრამ შვეიცარიის კანონმდებლობა ხელს უწყობს ევთანაზიას მანქანის გამოყენებით. მოწყობილობა მუშაობს ავტონომიურად და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. ამიტომ სიკვდილი შეიძლება მოხდეს ჰოსპისში, საკუთარ საძინებელში – ან როგორც ახლა შვეიცარიაში მოხდა – ტყეში. ტურისტებს არაერთხელ გამოუყენებიათ სასტუმროს ნომრები მათი სიკვდილისთვის. თავად პროცესი წარმოუდგენლად მარტივია.

ოფიციალური ორგანოებისთვის, მკვლელობის აპარატის გარშემო უზარმაზარი PR კამპანია უნდა იყოს პრობლემა. გამომგონებელი ფილიპ ნიჩკეს სურს, დაეხმაროს მსოფლიოში მათ, ვისაც სურს სიკვდილი არაბიუროკრატიული გზით. თუმცა, სიკვდილის ტურიზმის უკონტროლო ზრდა შეიძლება იყოს კოშმარი შვეიცარიის მთავრობისთვის.

Recommended Posts

მსოფლიო

როგორ დაატყვევეს ისრაელის კომანდოსებმა ჰეზბოლას საზღვაო ოპერატორი ლიბანში

ლიბანურმა წყაროებმა, რომლებიც დაკავშირებულია ჰეზბოლასთან, 2 ნოემბერს, შაბათს ნაშუადღევს  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელის საზღვაო ძალების დიდი ჯგუფი, ჩავიდა ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ბატრუნის სანაპიროსთან, ისრაელის საზღვრიდან 140 კილომეტრში და იქ დააკავეს ამ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. რამდენიმე საათის შემდეგ, ინფორმაცია მაღალი რანგის მებრძოლის […]

Michael
მსოფლიო

ისრაელის შეუდარებელი საჰაერო მემკვიდრეობა: 3 ყველაზე წარმოუდგენელი ოპერაცია

შაბათს, დილით თეირანში, შირაზსა და ყარაჯში ისრაელის ოპერაცია განხორციელდა. ისრაელის საჰაერო ძალებმა, რომლებიც ატარებდნენ ოპერაცია “მონანიების დღეებს”, განახორციელეს სამტალღოვანი შეტევა ირანის სარაკეტო და უპილოტო ობიექტებზე – ისრაელის 100-ზე მეტი  თვითმფრინავი, მათ შორის მოწინავე F-35 გამანადგურებელი, მონაწილეობდა ამ მაღალ გათვლილ ოპერაციაში. მიზანი ნათელი […]

Michael