როგორ მეორდება ისტორია – ზუსტად 51 წლის წინ, ამ დღეს, იომ ქიფურის ომი ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო. ებრაელების ყველაზე მნიშნველოვან დღესასწაულზე, ისრაელს თავს დაესხნენ ორი მხრიდან: სირიიდან და ეგვიპტიდან.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტების მიერ ისრაელში მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტვამ ყველას ერთგვარი დეჟა-ვუს შეგრძნება დაუტოვა. მას შემდეგ, უკვე ერთი წელი გადის და სწორედ იომ ქიფურის წლისთავზე, 6 ოქტომბერს, ისრაელი ახალი ომის წინაშე დგას, რომელიც შვიდ სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარეობს.
მესიჯი ნათელია: ისრაელი ყოველთვის დაიცავს თავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მტერი აღდგება მის წინააღმდეგ.
🔍 ომი
1973 წლის 6 ოქტომბერს, ებრაულ დღესასწაულზე, იომ ქიფურზე, სირია და ეგვიპტე თავს დაესხნენ ისრაელს. ისრაელის არმია მოუმზადებელი იყო.
სირიასა და ეგვიპტეს სურდათ გამოეყენებინათ ომი 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების – გოლანის სიმაღლეებისა და სინაის ნახევარკუნძულის დასაბრუნებლად.
შეერთებული შტატების იარაღის მხარდაჭერით, ისრაელის არმიამ შეაჩერა თავდასხმები და მალე ფაქტობრივად კაიროსა და დამასკოს მიჯნაზე მივიდა.
👐 ცეცხლის შეწყვეტა
ომს შედეგები მოჰყვა დანარჩენი მსოფლიოსთვის: არაბულმა სახელმწიფოებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ნავთობის იმპორტს დასავლეთის ქვეყნებში და ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა. ბევრგან იყო ეკონომიკური კრიზისი.
გაეროს უშიშროების საბჭომ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ისრაელის გასვლას დაკავებული ტერიტორიებიდან და სირიისა და ეგვიპტის მიერ ისრაელის აღიარებას.
1973 წლის 24 ოქტომბერს ოფიციალური ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი ბრძოლები გაგრძელდა. აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევით განიმუხტა სიტუაცია.
✍ შედეგები
ომში დაიღუპა 2700 ისრაელელი და დაახლოებით 20, 000 სირიელი და ეგვიპტელი.
1979 წლის 26 მარტს ეგვიპტესა და ისრაელს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება: ის ითვალისწინებდა, რომ ისრაელმა უნდა დატოვოს სინაის ნახევარკუნძული. სანაცვლოდ ეგვიპტემ აღიარა ისრაელი.
გოლანის მაღლობები კვლავ დაკავებული დარჩა ისრაელის მიერ. მას შემდეგ გაეროს სამშვიდობო მისია იცავს საზღვრებს ისრაელსა და სირიას შორის. სირია ჯერ კიდევ არ ცნობს ისრაელის სახელმწიფოებრიობას.