მას შემდეგ, რაც ოფიცერი  იედიდია ბლოხი მძიმედ დაშავდა ლიბანში სიმხატ  თორას დილას, იგი გადაიყვანეს ჰაიფას RAMBAM-ის ჰოსპიტალში. ექვსი დღის განმავლობაში ექიმები იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ, გამოეცხადებინათ მებრძოლის გარდაცვალება. გმირულად დაღუპული მებრძოლის ოჯახმა, მიუხედავად დანაკარგის სიმძიმისა, გადაწყვიტა იედიდიას ორგანოების გაჩუქება და სხვა ადამიანების სისოცხლეები გადარჩენა.

32 წლის იედიდია ბლოხს დარჩა ცოლი საპირი, რომელიც რვა თვის ორსულია, მისი მშობლები და შვიდი და-ძმა.

გმირის გული გადაუნერგეს 57 წლის მამაკაცს სამედიცინო ცენტრ შიბაში, ფილტვები 69 წლის პაციენტს ბეილინსონის ჰოსპიტალში, ღვიძლი 47 წლის ქალს იხილოვში, ღვიძლის წილი კი 9 წლის ბავშვს  შნაიდერის საავადმყოფოში. 15 წლის პაციენტმა შნაიდერის საავადმყოფოში და 74 წლის პაციენტმა ბეილინსონში მიიღეს თირკმელები.

გმირულად დაღუპული მეომრის ოჯახის წევრები ამბობენ: ”იედიდია დაიბადა და ცხოვრობდა მევო-ხორონში, მას უყვარდა მოგზაურობა, იცოდა ქვეყნის ყველა გზა. მას უყვარდა მეგობრები და ოჯახი, უყვარდა სიცოცხლე’’.

ბოლო წელს, რკინის ხმლების ომის დროს, ის მსახურობდა ფრონტის ხაზზე, როგორც სპეცრაზმის ჯარისკაცი. მისი ბოლო ოპერაციის დროს, სიმხატ თორას დილას, იედიდიას დანაყოფი მონაწილეობდა მისგავ ამის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში ტერორისტული უჯრედების გასუფთავებაში. რაზმი რთულ ბრძოლაში შევიდა ტერორისტებთან. რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. იედიდიამ გაანადგურა ტერორისტები და მოახერხა მათი წინსვლის შეფერხება, რამაც შესაძლებელი გახადა ჩვენი დაჭრილების ევაკუაცია. დაახლოებით ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ, თავად იედიდიამ თავის არეში ტყვიით მიიღო ჭრილობა. მისი ევაკუაცია განხორციელდა ძლიერი ხანძრის შედეგად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

ისრაელში არსებობს „ადი“ დონორის ბარათი, რომლის რეგისტრაცია ნიშნავს ცალსახა თანხმობას ორგანოს დონაციაზე გარდაცვალების შემდეგ. 2008 წლის ტრანსპლანტაციის კანონში შეტანილი სპეციალური მუხლის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ Adi ბარათი, იღებენ უპირატესობას, როდესაც საჭიროა ორგანოების გადანერგვა საკუთარი თავისთვის ან მათი ახლო ნათესავების მიმართ. ყველა ისრაელელს,  17 წლიდან  შეუძლია მიმართოს Adi-ს დონორის ბარათს.

Recommended Posts

სტატიები

484 დღიანი ტყვეობის  შემდეგ: იარდენი, ოფერი და შმუელი სახლებში არიან!

სამი მძევალი, რომლებიც ღაზის სექტორში 484 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული  ისრაელში 1-ელ თებერვალს დილით დაბრუნდა. ესენი არიან იარდენ ბიბასი, შმუელ (კიტ) სიგალი და ოფერ კალდერონი. ისინი გაიტაცეს 2023 წლის 7 ოქტომბერს კფარ აზასა და ნირ ოზის კიბუციებიდან. მათი დაბრუნება მოხდა  ჰამასთან გაცვლითი […]

Michael
სტატიები

იად ვაშემი  – ვიზიტი ჰოლოკოსტის მუზეუმში, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება!

ჩემი პირველი ვიზიტი იად ვაშემში, ჰოლოკოსტის მუზეუმში იერუსალიმში, მთელი ცხოვრება გამყვება. მუზეუმი, პირველ რიგში, არსებობს იმის ასახსნელად, თუ როგორ მოიყვანა ანტისემიტიზმმა ჰოლოკოსტი და ასევე იმისთვის, რათა დაგვარწმუნოს, რომ შოა აღარასოდეს განმეორდეს. მუზეუმის  გამოფენების უმეტესობა ხსნის იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობას ანტისემიტიზმის მიღმა მთელი ისტორიის […]

Michael