ისრაელი ცდილობს მოძებნოს ჯაშუშ ელი კოენის ნეშტი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს დამასკოში 1965 წელს. ლიბანური გაზეთ Al-Akhbar-ის თანახმად, რომელიც ჰეზბოლას უკავშირდება, იერუსალიმმა დაიწყო კონტაქტები სირიაში, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ, მისი სამარხის  დასადგენად. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში შეცვლილი ვითარება მათ საშუალებას მისცემს, ისრაელში დააბრუნონ ისრაელის დაზვერვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აგენტის ნეშტი.

კოენის ოჯახმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პოლიტიკური გარემოებები საშუალებას მისცემს მისი ცხედარი დააბრუნეს ისრაელში დასაკრძალავად. მის ქვრივ ნადია კოენს მიაჩნია, რომ ეს იშვიათი შესაძლებლობაა, რომლითაც ისრაელმა უნდა ისარგებლოს.

ელი კოენის ქვრივი

ელი კოენი იყო ისრაელის ლეგენდარული ჯაშუში. ის დაიბადა როგორც ეგვიპტელი ებრაელი, ალექსანდრიაში 1924 წელს. კოენმა, რომელიც სირიაში შევიდა ბიზნესმენის, კამალ ამინ ტაბატის საფარქვეშ და თავი გაასაღა ლათინურ ამერიკაში ემიგრაციაში წასული სირიელი ოჯახის წევრად,  მოახერხა კავშირების დამყარება ქვეყნის უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ და სამხედრო ჩინოვნიკებთან. თავისი საქმიანობის მწვერვალზე კოენი იყო სირიის თავდაცვის მდივნის მოადგილის კანდიდატი.

ელი კოენი ფარულად მუშაობდა სირიაში 1962-1965 წლებში. მან ასობით მოხსენება გაუგზავნა ისრაელს, რომლებიც დაეხმარა ებრაულ სახელმწიფოს 1967 წლის ექვსდღიანი ომის მოგებაში.

ამ დაუთარიღებელ ფოტოზე ჩანს ისრაელის ჯაშუში ელი კოენი, სირიაში, მაჯის საათი, რომელსაც ის ატარებს 2018 წელს მოიპოვა მოსადმა.

1965 წლის იანვარში იგი ამხილეს და დააკავეს სირიის დაზვერვის ოფიცრებმა. კოენის რადიოგადამცემი საბჭოთა აღჭურვილობის გამოყენებით აღმოაჩინეს. თავად დაზვერვის ოფიცერი დააპატიმრეს და რამდენიმე თვის შემდეგ საჯაროდ ჩამოახრჩვეს დამასკოს მოედანზე. ის სირიის დედაქალაქის ებრაულ სასაფლაოზე დაკრძალეს. ხუთი წლის შემდეგ ისრაელელებმა კოენის ცხედრის მოპარვა სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. რის გამოც,  იგი ხელახლა დაკრძალეს უკვე ფარულ ადგილას.

ბოლო წლებში ისრაელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ნეშტების დაბრუნებაზე რუსეთის შუამავლობით, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ელი კოენი სირიელებმა აღწერეს, როგორც “უდიდესი ისრაელის ჯაშუშებს შორის, რომლებიც ოდესმე მოქმედებდნენ არაბულ ქვეყანაში”.

კოენის ისტორია მოთხრობილია Netflix-ის ექვს ეპიზოდურ მინი სერიალში The Spy. საშა ბარონ კოენი თამაშობს ლეგენდარულ საიდუმლო აგენტს. სერიალი ასახავს ელი კოენის ტრანსფორმაციას ოფისის თანამშრომლიდან მოსადის ოპერატიულად და  სირიელ პოლიტიკურ აქტორად, ჯაშუშობის გაბედულ ზღაპარში, რომელიც უფრო ჰგავს ჯეიმს ბონდის თრილერს, ვიდრე ისტორიის წიგნს. თუმცა კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ სერიალი ნამდვილ ამბებზე დაყრდნობითაა გადაღებული.



Recommended Posts

მსოფლიო

„ლამაზი დარტყმა“: ცაჰალის ოპერაცია „თეთრი ქალაქი“ ჰუსიტების  წინააღმდეგ იემენში

IDF-მა 19 დეკემბერს საღამოს იემენში ჰუსიტების სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმების დოკუმენტური ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. თავდასხმები განხორციელდა 19 დეკემბრის გამთენიისას, მალევე, მას შემდეგ, რაც  ჰუსიტებმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართლებით. ისრაელიდან დაახლოებით 2000 კილომეტრში მდებარე სამიზნეებზე თავდასხმაში ჩართული იყო  IDF-ის ათობით საბრძოლო და […]

Michael
მსოფლიო

“ჯოჯოხეთი” რუსებისთვის. როგორ შექმნა უკრაინამ  ახალი საკრუიზო რაკეტა?!

უკრაინა აქტიურად ავითარებს საკუთარ საკრუიზო რაკეტებს, რომელთაგან ერთ-ერთია “პეკლო” (“ჯოჯოხეთი”). ეს არის მაღალსიჩქარიანი იარაღი, რომელიც აერთიანებს კამიკაძე დრონებისა და რაკეტების მახასიათებლებს. ეს ჰიბრიდული მიდგომა შესაძლებელს ხდის ეფექტურად დაარტყას სამიზნეებს მტრის ხაზების უკან. რეაქტიული ძრავის წყალობით ფრენის სიჩქარე 700 კმ/სთ-ს აღწევს, ხოლო GPS-ის […]

Michael