უსაფრთხოა თუ არა ისრაელში ვიზიტი? ეს არის კითხვა, რომელსაც ხშირად გაიგებთ. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ახალ ამბებში ძირითადად რეგიონში კონფლიქტის ან დაძაბულობის ეპიზოდები შუქდება. მოდით, რეალურები ვიყოთ – ისრაელი არ არის ომის ზონა, სადაც ტყვიებს ყველა კუთხეში ისვრიან. მაგრამ მეინსტრიმ მედიას უყვარს დრამების დადგმა. ამასთან, უკვე არაერთგზის გვითქვამს, No Jews, No News! აქ არის სიმართლე ისრაელის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ;
მითი 1: “ისრაელი მუდმივად ომშია”
ისრაელის შესახებ ყველაზე დიდი მცდარი წარმოდგენა არის ის, რომ ის მუდმივად თავდასხმის ქვეშაა. დიახ, ისრაელს ჰქონდა კონფლიქტების თავისი წილი – რომელ ქვეყანას არ ჰქონია?! მაგრამ იმის თქმა, რომ ის “მუდმივ ომშია” არის სრული სიცრუე. ისრაელს აქვს ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემები და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი მსოფლიოში საცხოვრებლად თუ მოსანახულებლად. მაგალითად, ავიღოთ რკინის გუმბათი, ტექნოლოგიური სასწაული, რომელიც ანადგურებს რაკეტებს გასაოცარი სიზუსტით. ასევე არის რეგულარული უსაფრთხოების შემოწმებები და პროტოკოლები, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სივრცეების უსაფრთხოებას.
რა თქმა უნდა, დაძაბულობაა გარკვეულ სასაზღვრო რაიონებში (არ ვიცი ტურისტები, თუ გეგმავენ მოგზაურობებს სასაზღვრო რაიონებში), მაგრამ თელ-ავივი, იერუსალიმი, ეილათი და ქვეყნის უმეტესი ნაწილში თავს უფრო დაცულად გრძნობ, ვიდრე სიბნელეში ევროპის ბევრი ქვეყნის ქალაქების გარკვეულ უბნებში გასეირნებისას, რომ აღარაფერი ვთქვათ ლათინო ამერიკის ქვეყნებზე.
ეს რეალობაა! ისრაელელები სერიოზულად ეკიდებიან უსაფრთხოებას, რადგან ეს აუცილებელია. მოკლედ, აქ კარგ ხელში ხართ!
მითი 2: “ტურისტები არიან სამიზნეები”
ისრაელისთვის პრიორიტეტია, რომ ტურისტებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, მიღებულად, დაფასებულად და პატივისცემით. სულ ერთია, იერუსალიმის უძველეს ქუჩებში სეირნობთ, თელ-ავივის ღამის ცხოვრებით ტკბებით თუ გალილეის სილამაზით ოცდებით, შეამჩნევთ ერთ რამეს: ადამიანებს გულწრფელად უნდათ, რომ თავი ისე იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში. ისრაელელები ამაყობენ თავიანთი სტუმართმოყვარეობით. ისინი წამოგიწყებენ საუბრებს, გიღიმიან, გეცნობიან, მარტივად შემოდიან კონტაქტში და გეპატიჟებიან, ფართიზეც კი. ეს არა მხოლოდ თავს დაცულად გაგრძნობინებთ, არამედ რაღაც განსაკუთრებულის ნაწილად.
ისრაელში სურთ, რომ თქვენი გამოცდილება იყოს არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ დაუვიწყარი. როდესაც დადიხარ ისრაელის ქუჩებში, შენ არ ხარ მხოლოდ რიგითი სტუმარი – შენ ისე გექცევიან, როგორც ოჯახს. ხალხისგან სასწაული ემოციები მოდის, გრძნობ და ბედნიერდები, ეს არის სითბოსა და სიყვარულის ქვეყანა, სადაც ტურისტები უყვართ.
მითი 3: “უსაფრთხოების პროცესი კოშმარია”
ნახეთ, არ დავიცავ, “არ გავაპრავებ“, პირდაპირ ვიტყვი – ისრაელის აეროპორტის უსაფრთხოება დეტალური და საფუძვლიანია. მაგრამ სწორედ ამიტომ არის ის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო. დიახ, თქვენ გიწევთ უპასუხოთ რამდენიმე კითხვას, მაგრამ ეს არ არის ინვაზია, (თავდასხმა და შევიწროვება) ეს არის ინტელექტუალური კომუნიკაცია. იმდენად საინტერესოც კი, რომ ერთგვარი თავისებური ხიბლი აქვს. (როცა დასამალი არაფერი გაქვს, რა პრობლემაა თუ უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, ამჯერად, ჩემთვის შესვლისას არაფერი უკითხავთ, გამოსვლისას დამისვეს 3-4 კითხვა) სიფრთხილის ზომები არის თქვენს დასაცავად და არა დისკომფორტის შესაქმნელად.
ისრაელელები პრიორიტეტს ანიჭებენ ადამიანის სიცოცხლეს და ამიტომ მუშაობს მათი სისტემა ასე კარგად. მას შემდეგ რაც ქვეყანაში შეხვალთ, ალბათ საერთოდ დაივიწყებთ უსაფრთხოებაზე ფიქრს. გსურთ თელ-ავივის პლაჟებზე წასვლა? რატომაც არა! ხეტიალი გოლანის სიმაღლეებზე? საოცრებაა. შოპინგი და გართობა მაჰნე იეჰუდას ბაზარში იერუსალიმში? აუცილებლად გააკეთეთ!
რატომ არის ისრაელი იმაზე უსაფრთხო ვიდრე ფიქრობთ
2023 წლის ომის დროს ჰამასთან, რა თქმა უნდა იყო დაძაბული მომენტები, მაგრამ ცხოვრება არ შეჩერებულა. ისრაელელები სამსახურში მიდიოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნორმალური ცხოვრება შეენარჩუნებინათ. რატომ? რადგან მათ იციან ის, რასაც მედია არ გეუბნებათ: ისრაელი გამძლე და ძლიერია. უსაფრთხოება აქ არ ეხება მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას – ეს ეხება ხალხის სულსაც. ისრაელელები არ აძლევენ უფლებას შიშს უკარნახოს მათ ცხოვრების რუტინა და არც თქვენ უნდათ ქნათ ეს. ეს დასავლელებისთვის შესანიშნავი გაკვეთილიცაა, რომ უყურონ და გაიგონ, როგორ ცხოვრობენ ისრაელელები გამოწვევების მიუხედავად, ტკბებიან ყოველი წუთით.ისინი ცხოვრობენ იმედითა და მონდომებით, სწამთ, როგორც იგავნი 18:10 ამბობს: უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.
ისრაელი არ არის მხოლოდ ადგილი – ეს არის გადარჩენის, გამძლეობისა და იმედის ისტორია.
შალომ, ლე ხაიმ! ✌️