მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში: ჰამბურგი (გერმანია) გოეთეს ინსტიტუტი, ბერლინის მედია სკოლა, ლაიფციგის უნივერისტეტი (ჟურნალისტიკის კურსი) ჰამბურგის ჟურნალისტთა აკადემია, ბონის ჟურნალისტიკის ცენტრი. 2016 წელს წარმატებით გაიარა ვენის აკადემიის სასწავლო კურსი მედიაკომპეტენციაში. 2019 წელს იყო მიუხენის მედია სკოლის სტიპენდიანტი. 2016 წლიდან 2018 წლამდე სწავლობდა ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე – Master of Art. 2014 წლიდან მიხეილ ხაჩიძე ტელეკომპანია ’’ მაესტროს’’ ჟურნალისტად მუშაობდა, აშუქებდა საერთაშორისო თემებსა და კონფლიქტურ რეგიონებს. 20016 წლიდან მიხეილ ხაჩიძე მუშაობდა ტელეკომპანია ’’ იმედის’’ ევროპული ბიუროს კორესპონდენტად. 2019 წლიდან 2021 წლამდე იყო TV პირველზე, BM.GE-ს გუნდში.
2022 წელს მედია პროექტის ფარგლებში მუშაობდა გერმანიის ქალაქ ფლენსბურგის ყოველდღიურ გაზეთ – Flensburger Tageblatt-ში. წერდა სტატიებს მიმდინარე აქ აქტუალურ პროცესებზე. მიხეილ ხაჩიძე ამ ეტაპზე არის რადიო თბილისის საინფორმაციოს წამყვანი და წერს გაზეთ ქრონიკა პლუსისთვის. ამასან, ფრილანსერად მუშაობს სხვა ონლაინ პორტალებთან. პარალელურად, თანამშრომლობს გერმანულ გამოცემებთან, წერს სხვადასხვა უცხოური სააგენტოსა და გაზეთისთვის. მათ შორის ესპანურენოვან ჟურნალ Iberia-სთვის. ცოტა ხნის წინ, დაიწყო მუშაობა ისრაელის სახელმწიფო რადიოს ქართულენოვან განყოფილებაში.