მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზა დატოვა 2005 წელს – დიახ, მთლიანად დატოვა – ჰამასმა ის ტერორისტების დასაყრდენად აქცია. ისრაელმა მთელი თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა, დაანგრია მისი დასახლებები და ღაზა პალესტინელებს გადასცა. რა მოხდა შემდეგ? გახდა თუ არა ღაზა მშვიდობისა და კეთილდღეობის შუქურა? არა.  ჰამასმა კონტროლი 2007 წელს ძალადობრივი გადატრიალების შედეგად აიღო, ქუჩებში დახოცა თანამემამულე პალესტინელები. მას შემდეგ მათ მილიარდობით დოლარი დახარჯეს რაკეტებზე, ტერორისტულ გვირაბებსა და იარაღზე საავადმყოფოების, სკოლებისა და ინფრასტრუქტურის აშენების ნაცვლად.

ღაზა არ იტანჯება ისრაელის გამო. ღაზა იტანჯება, რადგან მისი ხელმძღვანელობა ჯიჰადს ანიჭებს პრიორიტეტს და არა თავისი ხალხის კეთილდღეობას. ბიბლია გვეუბნება იგავების 29:2-ში: „ როცა მართალნი არიან ხელისუფლებაში, ხალხი ხარობს, ხოლო როცა ბოროტი მართავს, ხალხი  ოხრავს“. ღაზაში ბოროტები მართავენ.

ისრაელს აქვს უსაფრთხოების მკაცრი ზომები ღაზას ირგვლივ (რასაც პრო ჰამასის აქტივისტები “ბლოკადას” უწოდებენ) ერთი მიზეზის გამო: რათა ჰამასს არ მიეწოდოს კონტრაბანდული იარაღი, რომელიც გამოიყენება ისევ და ისევ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების თავდასხმისთვის.

ამ აუცილებელი სიფრთხილის ზომების მიუხედავად, ღაზა კვლავ რეგულარულად იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, ელექტროენერგიას და აუცილებელ საქონელს. იმავდროულად, ჰამასი თავის ხალხს შიშის, ჩაგვრისა და ტერორის გარდა არაფერს აძლევს.

წარმოიდგინეთ, რომ მექსიკას ნარკოკარტელი მართავს, რომელიც ათასობით რაკეტას უშვებს აშშ-ს ქალაქებზე. როდემდე მოითმენს ამერიკა ამას? ამერიკელები თავშეკავებისკენ მოუწოდებენ ერთმანეთს და მოთმინებისკენ?! არა, რა თქმა უნდა, ისინი მოსთხოვენ მთავრობასა და ჯარს კარტელის წაშლას და აღგვას პირისაგან მიწისა! მაგრამ როცა ისრაელი თავს იცავს ღაზელი ტერორისტებისგან ის დაგმობილი და გაკრიტიკებულია. თვალთმაქცობა სევდიანია.

Recommended Posts

სტატიები

რატომ შეცვლის თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ ისრაელში ვიზიტი ომის დროს

 ომის დროს ისრაელში ტურიზმი მხოლოდ მამაცობა არ არის –  საქმე მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში არ არის; საქმე თანადგომაშია. როდესაც ისრაელს თავს ესხმიან, როდესაც რაკეტები ცვივა და როდესაც მედია ებრაული სახელმწიფოს გაკრიტიკების კიდევ ერთ შესაძლებლობაზე ოცნებობს, იქ ჩასვლა  ერთ რამეს ნიშნავს: შენ მხოლოდ შორიდან […]

Michael
სტატიები

ძველი ღაზა: ქალაქი პალესტინური ფესვების გარეშე

ღაზას ლაპარაკი რომ შეეძლოს, არაბულად არ ილაპარაკებდა. ის ისაუბრებდა ქანაანურ, ეგვიპტურ, ბერძნულ, ებრაულ, შესაძლოა ლათინურ ენებზეც კი. მაგრამ არც ერთი სიტყვა არ იქნებოდა “პალესტინური”, რადგან იდენტობა, რომელსაც დღეს ღაზას მიაწერენ,  მე-20 საუკუნემდეც კი არ არსებობდა. ვისი მიწა იყო? ყველასი… გარდა პალესტინელებისა ღაზა […]

Michael