ისრაელი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქვეყანა გახდა მსოფლიოში. შეიძლება ეს უკვე პირდაპირ ითქვას. მას აქვს შესანიშნავი კლიმატი, ულამაზესი ქალაქები და რაც მთავარია, ზღვა, ზღვა და თანაც ზღაპრული!  მიყვარს თელ-ავივი, როგორც ცოცხალი ზღვისპირა ქალაქი, იერუსალიმი, როგორც ბიბლიური ქალაქი უდიდესი ისტორიით, ლამაზი ბუნებით და კიდევ უფრო ლამაზი, გმირი და პატრიოტი  ხალხით. და კიდევ: საკვები!  საოცარი გემოები. თუმცა ეს ყველაფერი არ არის! ისრაელი უფრო მეტია, ისრაელი არ არის მხოლოდ ადგილი – ეს არის გადარჩენის, გამძლეობისა და იმედის ისტორია.

თელ-ავივი ისრაელის სიხარულის დედაქალაქია. ის  ზეცოცხალი ქალაქია პლაჟით, ბილიკებით, ბევრი ლამაზი რესტორნით, ბარებითა და კლუბებით. რაც მთავარია სიხარულის ვაიბით! თელ-ავივი არის ქალაქი, სადაც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში და წარმოვიდგენდი, რომ იქ ვცხოვრობდი. ატმოსფერო ძალიან მოდუნებული, ლაღი და ბედნიერია. ქუჩებში ბევრი კრეატიული ადამიანია. ყველა ღია, კონტაქტური და ზეადამიანურია.

ფაქტები თელ-ავივზე

თელ-ავივი დაარსდა 1909 წელს, როგორც ძველი საპორტო ქალაქ იაფას გარეუბანი. დღეს ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქს ოფიციალურად უწოდებენ თელ-ავივ-იაფას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი ახლო აღმოსავლეთში.

სად მდებარეობს თელ-ავივი?

თელ-ავივი მდებარეობს ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე პირდაპირ ხმელთაშუა ზღვაზე. ქალაქი 1 საათითთაა დაშორებული იერუსალიმის (აღმოსავლეთით) და ჰაიფას (ჩრდილოეთით) მეტროპოლიებისგან. მკვდარ ზღვამდე მოგზაურობას დაახლოებით ორი საათი სჭირდება.

როგორი ამინდია თელ-ავივში?

ისრაელი დაყოფილია რამდენიმე კლიმატურ ზონად. თელ-ავივში შეგიძლიათ ელოდოთ ძალიან მშრალ, მაგრამ ნოტიო და ცხელი ზაფხულის დღეებს და ზომიერ ზამთრის დღეებს, სადაც აუცილებლად წვიმს. თუ გსურთ ზღვაში ცურვა და გარუჯვა, უმჯობესია ჩასვლა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. ნოემბრამდე ზღვა საკმარისად თბილია.

ისრაელელები ამბობენ, რომ ხალხი ლოცულობს იერუსალიმში, მუშაობს ჰაიფაში და ცხოვრობს თელ-ავივში. და თავად ქალაქიც ცოცხლობს. ყველაფერი მოძრაობაშია: ამწეები, რომლებიც აშენებენ ცათამბჯენს ცათამბჯენზე, ხალხი ქუჩებში, ზუზუნებს ელექტრო ველოსიპედები და ელექტრო სკუტერები. ზღვა, სადაც სერფერები მხიარულობენ, როცა ქარი და ტალღები საშუალებას იძლევა. საცეკვაო მოედნები, რომლებიც იზიდავს წვეულებების მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.

იაფა ქალაქ თელ-ავივის სამხრეთით, ძველი დედაქალაქია. თანამედროვეობის ატმოსფერომ დიდი ხანია მიაღწია „ძველი იაფოს“ მრავალსაუკუნოვან ქუჩებს, რომლებიც ბორცვიდან ნავსადგურისკენ მიექანება. არსებობს, მაგალითად, დიზაინერების ექსცენტრიული მუზეუმი, მხატვრების გალერეა და ა.შ. ძველი ქალაქის ცენტრში საუკეთესო ყავას კროასანით და ნაყინს მიირთმევთ ლამაზ კაფე – Padre-ში. მეპატრონე ექსკლუზიურად მოგემსახურებათ, საოცარ ისრაელურ ვაიბს გაგრძნობინებთ და გაგაბედნიერებთ.

Padre-ს შეფი და მე

დღეს იაფა ძალიან პოპულარულია ტურისტებში, ბევრ ხელოვანს აქვს თავისი სტუდია ძველ ქალაქში, რომელიც ერთმანეთს კვეთს  ვიწრო ქუჩებით, ნავსადგურის გასტრონომიული მრავალფეროვნება კი წლიდან წლამდე იზრდება მნახველების გასახარებლად. ზღვა ქმნის ინტერნაციონალურობის ელფერს.

თვალწარმტაცი ქუჩებში, ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხილოთ ოსმალეთის პერიოდის მრავალი, აღდგენილი ქვის ნაგებობა, რომლებიც ულამაზესი მხატვრების უბნის ნაწილია. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ცენტრალური გორაკის მწვერვალი, სადაც განთავსებულია რესტორნები, გალერეები და მაღაზიები.

ჩემი მასპინძელი – ქათველი-ებრაელი მარინა ხენი

ქალაქის ნავსადგური ჩვეულებრივ სავსეა ტურისტებითა და მეთევზეებით. აქ ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ადგილი, როგორიცაა მე-17 საუკუნის წმინდა პეტრეს ფრანცისკანური მონასტერი, სიმონ მებაღის სახლი და მოწაფე ტაბითას (ტაბეა) საფლავი.

არა მგონია, მსოფლიოში არსებობდეს ქალაქი, რომელსაც იერუსალიმზე მეტი ისტორია და მოსაყოლი ჰქონდეს. აუცილებლად უნდა ნახოთ  გოდების(დასავლეთის) კედელი და წმინდა სამარხის ეკლესია, სადაც იესო ქრისტეს საფლავია. პრინციპში, მთელი ქალაქი ბიბლიურია, ყველაფერი სანახავია!

იერუსალიმი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. იერუსალიმს აქვს ხანგრძლივი და მოვლენით სავსე ისტორია. ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები იერუსალიმს წმინდა ქალაქად მიიჩნევენ. იერუსალიმი ისრაელის უდიდესი ქალაქია და დაახლოებით 700 000 მოსახლეა, რომელთა ნახევარზე მეტი ებრაელია და მესამედი არაბი. ებრაულად ქალაქს იერუშალიმი ეწოდება. ძველი ქალაქი გარშემორტყმულია კედლით და შედგება ებრაული, ქრისტიანული, სომხური და მუსლიმური უბნებისგან.

მკვდარ ზღვაში ბანაობა არის ცხოვრების ის სიამოვნება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. ძალიან უცნაურია წყალში ცურვა. მკვდარ ზღვაზე ვრცელ მასალას ცალკე შემოგთავაზებთ.

Recommended Posts

სტატიები

რატომ აქვს მენორას 9 ტოტი? ხანუქას გაგება მარტივად

ყველა მენორა ერთნაირი არ არის. თუ ოდესმე გინახავთ მენორა და დაგითვლიათ  მისი ტოტები, შესაძლოა შეგიმჩნევიათ განსაკუთრებულობა იმისა, რომელსაც ებრაელები იყენებენ ხანუქასთვის – კერძოდ,  მას აქვს ცხრა ტოტი და არა შვიდი, როგორც წმინდა ტაძარში იყო. რატომ ორით მეტი? ხანუკას თითოეული შტო მოგვითხრობს რწმენის, […]

Michael
სტატიები

იესო ისრაელში –  ქრისტეს ნაკვალევის კვალდაკვალ

ძველი გალილეის გზები, ტიბერიის ზღვა მისი ნაპირებით, ბეთლემისა და ნაზარეთის ქუჩები, იერუსალიმი – ეს ადგილები არ არის მხოლოდ წმინდა წერილის სტრიქონები.  ეს არის რეალური ადგილები, სადაც მოხდა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. დღეს მათი სტუმრობა და მონახულება, უფრო მეტია, ვიდრე ღირსშესანიშნაობების დათვალიერება; […]

Michael