
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ სურათზე ჩანს, ავსტრიის ქალაქ ვილახში ტერორისტის დაკავება – ის გაღიმებული, ბედნიერი და ყოველგვარი სინანულის გარეშე გამოიყურება. ადგილობრივი მედია აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რამდენად გაოგნებულია 23 წლის სირიელის ღიმილით. თავშესაფრის მაძიებელმა ვილახში 14 წლის ბიჭი მოკლა და კიდევ ხუთი ადამიანი დაჭრა. მე არ მიკვირს მისი ღიმილი – ეს ღიმილი ტერორისტებისგან კარგად ნაცნობია.
ავსტრიის პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა სირიელის მოტივები ჯერჯერობით გაურკვეველია. ასევე ვერ თანხმდებიან იმაზე, ყვიროდა თუ არა სირიელი მკვლელი „ალაჰ ჰუ აკბარს“ ვილახში თავდასხმის დროს. ვფიქრობ, მედიას აქვს პრობლემა „ალაჰ ჰუ აკბართან“ ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში. მათ ხშირად უბრალოდ არ სურთ ამის აღიარება და აპელირებენ იმაზე, რაც წესით აქსიომაა. მუსლიმი, რომელიც კლავს ხალხს ევროპის ქუჩებში დანით, იარაღით ან მანქანით, რა თქმა უნდა, არ ყვირის “Ave Maria, gratia plena”-ს.

რას ნიშნავს “მოტივი ჯერ კიდევ გაურკვეველია”? მოტივი ცალსახა და გასაგებია, უბრალოდ უნდა აღიარო ის. მაგრამ ბალანსისთვის მეინსტრიმ მედია აქტიურად აშუქებს 42 წლის სირიელის ქმედებას, რომელმაც 23 წლის თანამემამულეს მანქანა დააჯახა და შეაკავა. მედიას სურს აჩვენოს, რომ ყველა მუსლიმი არ არის ბოროტი. ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალგაზრდა სირიელისთვის თავისი სახელის დარქმევა – ტერორისტი და ჯიჰადისტი, რომელიც ვილახში თავის მეზობლებს დაესხა თავს. რა თქმა უნდა, ყველა მუსლიმი არ არის ტერორისტი, მაგრამ ყველა ტერორისტი მუსლიმია – ყოველ შემთხვევაში ამ რეალობაში და ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების ანალიზით. აქვე, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ყოველთვის არის გამონაკლისები, რომლებსაც სურთ ინტეგრირება და ადაპტირება.

შედერებისათვის ისევ ისრაელი უნდა ვახსენო. იქ ყოველი მეორე-მესამე მოქალაქე ქამარზე ატარებს პისტოლეტს ან მხარზე შაშხანას და მაშინვე ერევა, როცა ქვეყანაში პალესტინელები ახორციელებენ თავდასხმებს. ისრაელში ეს ახალგაზრდა ტერორისტი ნამდვილად ვეღარ გაიღიმებდა – ის უკვე სხვაგან იქნებოდა. მკვდარი და ჯოჯოხეთში თავის 72 ქალწულთან.

კარგად მესმის, რომ მეინსტრიმ მედიას არ სურს ამის სწორად გაგება, აღქმა და გაშუქება, რადგან ეს არ ჟღერს პოლიტიკურად კორექტულად და სასიამოვნოდ. და, აი, სწორედ ეს არის პრობლემის სათავეც.