IDF-მა 19 დეკემბერს საღამოს იემენში ჰუსიტების სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმების დოკუმენტური ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. თავდასხმები განხორციელდა 19 დეკემბრის გამთენიისას, მალევე, მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართლებით. ისრაელიდან დაახლოებით 2000 კილომეტრში მდებარე სამიზნეებზე თავდასხმაში ჩართული იყო IDF-ის ათობით საბრძოლო და სხვა თვითმფრინავი, რომლებმაც გამოიყენეს 60-ზე მეტი ბომბი.
სხვა საკითხებთან ერთად, თავს დაესხნენ ტანკებს ბენზინითა და ნავთობით, ორ ელექტროსადგურს და 8 ბუქსირს, რომლებიც გამოიყენებოდა დიდი გემების, პლატფორმების ან სხვა ოფშორული ობიექტების გადასაადგილებლად, რომელთა გადაადგილება მათი დახმარების გარეშე რთულია ან საშიშია. IDF განმარტავს, რომ ამ ობიექტების განეიტრალება დიდ ზიანს აყენებს ჰუსიტების სამხედრო შესაძლებლობებს.
IDF-მა ამ გემებზე თავდასხმის მომენტის ვიდეომასალა და პილოტების კომენტარები გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: “ეს იყო მშვენიერი კადრი, ალფა, ძალიან კარგად გაკეთებული”. ოპერაციაში ბომბდამშენების გარდა, საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.
იემენზე თავდასხმა განხორციელდა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, რაც ისრაელში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა, რაც იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის მოახლოების ნიშანი იყო. არმია განმარტავს, რომ IDF-ის ოპერაცია იემენში, კოდური სახელწოდებით “თეთრი ქალაქი”, მზადდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და არ გულისხმობდა გუშინვე შეტევას. თუმცა პროცესი დაჩქარდა.
ამჟამინდელი თავდასხმა ჰუსიტებზე ომის დაწყებიდან მესამე იყო, მაგრამ პირველად განხორციელდა თავდასხმები ქვეყნის დედაქალაქ სანაზე. წინა ორის შემთხვევაში დედქალაქი სამიზნე არ ყოფილა. ისრაელის არმიის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამიზნე იყო ტერორისტული დაჯგუფების ობიექტები იემენის დასავლეთ სანაპიროზე და შიდა მხარეს, ჰოდეიდას პორტის ჩათვლით.
19 დეკემბერს ნაშუადღევს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა ვიდეო მესიჯი იემენის შესახებ, რომელშიც განაცხადა, რომ „ჰუსიტებს საკუთარი გამოცდილებიდან მოუწევთ ისწავლონ, თუ რა ემართება მათ, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ხელებს აღმართავს“.
2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ჰუსიტებმა ისრაელისკენ 200-ზე მეტი რაკეტა და 170 დრონი გაუშვეს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეჩერდა, ჩაიჭრა და განადგურდა.