
სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება ჰამასის ტყვეობიდან გაცვლითი გარიგების პირველი ეტაპის მეხუთე რაუნდის ფარგლებში მოხდა შაბათს, დილით, 8 თებერვალს. ელი შარაბი, ორ ლევი და ოჰად ბენ-ამი გადასცეს წითელ ჯვარს, შემდეგ კი IDF-ს.
ისრაელი და მსოფლიო შოკში ჩავარდა ღაზაში ჰამასის ტყვეობიდან სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების კადრებით, სადაც ისინი 491 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ოჰად ბენ-ამი, ელი შარაბი და ორ ლევი ისე გამოიყურებიან, თითქოს ოსვენციმში იყვნენ. ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ჰამასის მოპყრობას მძევლების მიმართ „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“ უწოდა.
„მთელმა მსოფლიომ უნდა შეხედოს ოჰადს, ორს და ელის, რომლებიც დაბრუნდნენ 491-დღიანი ტყვეობიდან ავადმყოფები, გაფითრებულები და დამახინჯებულები და გამოიყენეს დაწყევლილმა მკვლელებმა ცინიკურ და ბოროტ რიტუალში. ჩვენ გვსურს დავაბრუნოთ უკანასკნელი ჩვენი დები და ძმები ღაზის ტყვეობის ჯოჯოხეთიდან.”

პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ გათავისუფლების პროცესს აშშ-დან პირდაპირ ეთერში უყურებდა და უპასუხოდ არ დატოვებს ჰამასის მიერ მძევლების საშინელ მოპყრობას, რაც ყველამ ვნახეთ ღაზაში გამართული “ცერემონიის” კადრებში.
ექიმმა, რომელიც იცნობს ორ, ოჰადისა და ელის მდგომარეობას, თქვა, რომ ეს არაფრით განსხვავდებოდა ოსვენციმის ან სხვა საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრებისგან. “სიტუაცია საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას”, – თქვა ექიმმა “მათ აწუხებთ არასრულფასოვანი კვება, კუნთების მასის დაკარგვა, ხანგრძლივი ინფექციები და სხვა პრობლემები. მათი მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სასწრაფო დახმარება”.

გერმანიის ელჩმა ისრაელში თქვა, რომ მისთვის „გასაძლისად რთულია“ უყუროს ჰამასის სცენაზე მძევლებს. “ეს არის კიდევ ერთი ტერორისტული დანაშაული”, – აღნიშნა მან.
ისრაელში ბრიტანეთის ელჩმა ჰამასის „შოუს“ „გროტესკი“ უწოდა. “მძევლების მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ყველა უნდა გავათავისუფლოთ რაც შეიძლება მალე”, – დასძინა მან.



გათავისუფლებული მძევლების ახლობლებიც სრულიად განადგურებულნი არიან მძიმე სიტუაციით, მაგრამ იმედი გამოთქვეს, რომ სათანადო მოპყრობითა და დახმარებით ისინი გამოჯანმრთელდებიან. ოჰად ბენ-ამის, ორ ლევისა და ელი შარაბის ოჯახებმა, ისევე როგორც მთელი ისრაელის ხალხმა, უყურეს დეირ ალ-ბალახში მძევლების წითელ ჯვარზე გადაცემის კადრებს პირდაპირ ეთერში და დაინახეს გაფითრებული, დაქანცული და გამოფიტული ადამიანები, რომლებიც ჰამასმა სცენაზე აიყვანა და აიძულა ტერორისტებისადმი მადლობა გადაეხადა.
