ისრაელში არის მნიშვნელოვანი დღესასწაული ფურიმი, რომლის დროსაც ებრაელები აღნიშნავენ იმ დღეებს, როდესაც მზაკვარმა  ჰამანმა (ამალეკელთა გვარის წარმომადგენელმა) ებრაელთა ამოწყვეტა განიზრახა, წილი ყარა, თუ რომელ დღეს განახორციელებდა თავის ჩანაფიქრს. ეს მოხდა  ბაბილონის მეფე ახაშვეროშის ჟამს.

ებრაელები აჯანყდნენ და ხოცვა-ჟლეტა მოუწყეს ამალეკებს, ჩამოახრჩვეს ჰამანი და მისი შვილები და ყველას ყურები მოჭრეს. რათა სხვებს  არ გაებედათ ებრაელების შეურაცხყოფა. ლეგენდის თანახმად, მაშინ დაიღუპა 72 000 ადამიანი.  * თუ მეტი და ღრმად გინდათ გაიგოთ, ბიბლიაში, ძველ აღთქმაში ნახავთ – ესთერის თავს, რომელიც 10 გვერდისგან შედგება მგონი, 15 წუთში წაიკითხავთ და სიღრმისეულ ცოდნას მიიღებთ.

ასე რომ,  ფურიმი არის დღე, როცა ებრელები  ჰამანის ჩანაფიქრის ჩაფუშვასა და თავიანთ გადარჩენას ზეიმობენ. ფურიმზე  კითხულობენ ესთერის წიგნს, ხმაურობენ, სვამენ ღვინოს და ხარობენ. რადგან მტრების სიკვდილი და მათზე გამარჯვება ყოველთვის ბედნიერება და სასიხარულოა.

ასევე ჭამენ  “ამანის ყურებს” (ივრითულად – “ოზნეი ჰამანს” -ს) – სპეციალურ სამკუთხა ნამცხვრებს ტკბილი შიგთავსით და იცვამენ სხვადასხვა კოსტიუმს. ფურიმი კარნავალის დღესასწაულია. ბავშვებს ის ძალიან უყვართ და, როგორც წესი, იცვამენ სუპერგმირების ფორმებს.

ფოტოზე კი არის  შინი, რომელიც პატარა ასაკიდან ოცნებობდა გამხდარიყო საბრძოლო ვერტმფრენის პილოტი და ფურიმისთვისაც კი ამ ფორმაში იყო გამოწყობილი. დღეს მისი ოცნება ასრულდა, კურსი დაასრულა და ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო ვერტმფრენის პილოტია!  

Recommended Posts

სტატიები

ვინ აბრკოლებს ომის დასრულებას ⁉️ პოდკასტი

🔸 უკრაინისა და შტატების დელეგაციების მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა – უკრაინის მზადყოფნა, მიიღოს შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა 🔹 “უკრაინა მზად არის შეწყვიტოს ომი და დაიწყოს საუბარი”, – თქვა რუბიომ ჯედაში. ეს რეალურად ყველაზე დიდი ინტრიგაა ამჟამად. რადგან მანამდე მოსკოვმა […]

Michael
სტატიები

ოსვენციმის მსგავსად: ისრაელი და მსოფლიო მძევლების კადრებით შოკირებულია

სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება ჰამასის ტყვეობიდან გაცვლითი გარიგების პირველი ეტაპის მეხუთე რაუნდის ფარგლებში მოხდა შაბათს, დილით, 8 თებერვალს. ელი შარაბი, ორ ლევი და ოჰად ბენ-ამი გადასცეს წითელ ჯვარს, შემდეგ კი IDF-ს. ისრაელი და მსოფლიო შოკში ჩავარდა ღაზაში ჰამასის ტყვეობიდან სამი ისრაელელი მძევლის […]

Michael