ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იწვევდა ტერორს, სიკვდილს და განადგურებას, აღარ არის. ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა პარასკევს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა. ეს არ არის მხოლოდ გამარჯვება – ეს არის ისრაელის გზავნილი ირანის, ჰეზბოლას, ჰუსიტების და ყველა სხვა ტერორისტული ჯგუფისთვის: ჩვენ გიპოვით და გაგანადგურებთ.
ნასრალამ 30 წელზე მეტი გაატარა ჰეზბოლას სათავეში, ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ თავდასხმების კოორდინაციასა და ტერორის გავრცელებაში. ეს არის გველის ერთი თავი, რომელიც ამოიწვიტა IDF-ის სიმამაცითა და სიზუსტით.
მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს დასასრულია. ისრაელი ახლა იწყებს! ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა აგებულია ტერორზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებასა და საცხოვრებელ ადგილებში ლაჩრულ დამალვაზე. ახლა როცა მათი უმაღლესი ლიდერები ნადგურდებიან, ჰეზბოლა ქაოსშია. მათ აღარ შეუძლიათ დამალვა და, რა თქმა უნდა, რაც დათესეს იმას იმკიან. ისრაელის შეიარაღებული ძალები მათ ყველგან იპოვიან და გაანანადგურებენ.
რას ნიშნავს ყოველივე ეს ისრაელისთვის?
ეს ნიშნავს, რომ ჰეზბოლას და ირანის მრავალფრონტის ომის სტრატეგია იშლება. ნასრალას წასვლის შემდეგ, ჰამასი და სხვა ირანული მარიონეტები მიხვდნენ: ისრაელი უკან არ დაიხევს, არ შეშინდება და ყველა საჭირო საშუალებით დაიცავს თავის ხალხსა და სახელმწიფოს.
ჰეზბოლას და ირანს სურდათ პირობების კარნახი. თუმცა მიიღეს გამანადგურებელი კრახი. ისრაელი ჯერ არ ზეიმობს. მათ იციან, რომ საფრთხე არ დასრულებულა, მაგრამ დღეს ჰეზბოლა უფრო სუსტია და ისრაელი უფრო ძლიერია.
ამავდროულად, უმთავრესია ის რომ ყველამ გაიგო:
- ისრაელის მტრები ირანში უსაფრთხოდ არ არიან.
- ისრაელის მტრები არ არიან დაცულები ლიბანში.
- ისრაელის მტრები ღაზაში უსაფრთხოდ არ არიან.
- ისრაელის მტრები არსად არიან უსაფრთხოდ!
დაუდექით ისრაელს გვერდში, დაუჭირეთ მას მხარი. დღეს ისრაელის გვერდით დგომა, სიმართლისა და სინათლის მხარეს დგომას ნიშნავს. ისტორია კი სწორ მხარეს მუდამ იმახსოვრებს.
ეს არ არის დასასრული; ეს არის ახალი თავის დასაწყისი, სადაც ებრაული სახელმწიფოს მტრებმა იციან, რომ მათი დრო იწურება.