გასულ ოთხშაბათს, იდლიბში აჯანყებულებმა ჯარები ალეპოში გადაისროლეს და სამი დღეზე ნაკლები ხნის შემდეგ დაიპყრეს მთელი პროვინცია და ნაწილობრივ აიღეს კონტროლი ჰამის პროვინციაზეც. პროცესები სირიაში ახლაც დაძაბულია. ვინ არის ეს ხალხი, რისთვის იბრძვის და რას ნიშნავს ეს ახლო აღმოსავლეთისთვის?
ვინ არის ეს ხალხი?
HTS (Hayat Tahrir a-Sham) ძირითადად მიეკუთვნება ჯგუფს, რომელიც გამოეყო ალ-ქაიდას 2016 წელს. 2018 წლიდან HTS გამოცხადდა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს თავისი იმიჯის გაუმჯობესებას (ჯერჯერობით არც ისე წარმატებით).
HTS მოქმედებს ალეპოსა და ჰამის რაიონებში. HTS-ის მეთაურია აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი. მანამდე ის ხელმძღვანელობდა ჯაბჰათ ალ-ნუსრას (ალ-ქაიდას ფილიალი სირიაში). მას შემდეგ, რაც HTS-ი ჩამოშორდა ალ-ქაიდას, ალ-ჯულანი ამბობს, რომ აღარ არის ჯგუფთან დაკავშირებული და არ იზიარებს მის იდეოლოგებს. შეერთებულ შტატებს მის თავზე 10 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული.
გარდა HTS-ის ოპერაციისა,პარალელურად მიმდინარეობს კიდევ ერთი შეტევა. ამ მეორე ბრძოლას აწარმოებს SNA (სირიის ეროვნული არმია – სირიელი მეამბოხეების ქოლგა ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს თურქეთი). SNA-ის ოპერაცია ძირითადად ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე ქურთ მილიციებს უმიზნებს. HTS მოქმედებს გარკვეულწილად თურქეთისგან დამოუკიდებლად და აქვს დაფინანსების სხვა წყაროები. SNA მთლიანად ანკარაზეა დამოკიდებული.
შემდეგი ბრიგადები ასევე მონაწილეობენ ასადის ძალების წინააღმდეგ შეტევაში:
– ფაილაკ ალ-შამი (შამის კორპუსი)
– ჯეიშ ალ-იზზა (სიამაყის არმია)
– სუკურ ალ-შამი
– აჰრარ ალ-შამი (შამის თავისუფალი ხალხი)
– თურქესტანის ბრიგადა
– ანსარ ალ-თაუჰიდი
🔴 განსაკუთრებით საინტერესოა თურქესტანის ბრიგადა. მისი წევრების უმეტესობა ჯიჰადისტები არიან შუა აზიიდან (უზბეკები, ტაჯიკები), ასევე ჩინელი უიღურები ან არასირიელი არაბი ბოევიკები ახლო აღმოსავლეთიდან ან ევროპიდან. უმრავლესობა სირიაში ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად ჯერ კიდევ 2012-2015 წლებში ჩავიდა.
თურქეთისთვის ასადის შესაძლო დაცემა ან ძლიერი დასუსტება ნიშნავს შემდეგს: თურქეთი მნიშვნელოვნად გააფართოვებს თავის ძალას და გავლენას ჩრდილოეთ სირიაში.
ირანი ვერ გააგრძელებს იარაღის სახმელეთო ტრანსპორტით ირანიდან ერაყისა და სირიის გავლით ლიბანში ჰეზბოლასთვის მიწოდებას. ვინაიდან ბეირუთის აეროპორტი და ლიბანის პორტები ახლა ირანისთვის მიუწვდომელია, ეს ნიშნავს, რომ ჰეზბოლა ვერ შეძლებს ხელახლა შეიარაღებას.
სირია: ორმაგი ძალაუფლების ან ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, ეს ქვეყანა დარჩება არასტაბილური და სუსტი გაუთავებელი შიდა სამხედრო და რელიგიური კონფლიქტების გამო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხე შეუქმნას ისრაელს უახლოეს წლებში.
ლიბანი: გადარჩენისთვის ბეირუთს მოუწევს მთლიანად შეცვალოს რეგიონული კოორდინატების სისტემა, გამოდევნოს ჰეზბოლა მთავრობასა და პარლამენტიდან და გადაიტანოს კავშირებზე ფოკუსირება ზომიერ არაბულ ქვეყნებთან, ისევე როგორც ისრაელთან.
არაბული ქვეყნები (ეგვიპტე, იორდანია, საუდის არაბეთი): ისლამისტურმა გადატრიალებამ შეიძლება გააღვიძოს მსგავსი ისლამისტური მოძრაობები ამ ქვეყნებში, სადაც უკვე არსებობს დესტაბილიზაციის საწყისები. იორდანიის რეჟიმი განიცდიდა ირანის ზეწოლას სირიიდან, მაგრამ ჯიჰადისტური ელემენტები მისთვის არანაკლებ საშიშია.
ISIS: ჯიჰადისტური ჯგუფების შესაძლო ხელახალი გააქტიურება მოსლოდნელია, ISIS-თან აფილირებულ სირიაში, ასევე ლიბანსა და იორდანიაშიც.
ერაყი: HTS-ის გამარჯვებამ სირიაში შეიძლება შთააგონოს მსგავსი ჯგუფები მეზობელ ერაყში, განსაკუთრებით სუნიტურ რაიონებში.
🔵ისრაელი: ირანის ღერძი შეიძლება კრიტიკულად დასუსტდეს, ჰეზბოლა დარჩება იარაღისა და მხარდაჭერის გარეშე, სირია კვლავ ჩაება სამოქალაქო დაპირისპირებაში. საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს აღმდგარი ISIS-ისგან, მაგრამ თავდაპირველად უფრო სავარაუდოა, რომ ჯგუფები ერთმანეთს დაერევიან.