ჩემი პირველი ვიზიტი იად ვაშემში, ჰოლოკოსტის მუზეუმში იერუსალიმში, მთელი ცხოვრება გამყვება. მუზეუმი, პირველ რიგში, არსებობს იმის ასახსნელად, თუ როგორ მოიყვანა ანტისემიტიზმმა ჰოლოკოსტი და ასევე იმისთვის, რათა დაგვარწმუნოს, რომ შოა აღარასოდეს განმეორდეს. მუზეუმის  გამოფენების უმეტესობა ხსნის იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობას ანტისემიტიზმის მიღმა მთელი ისტორიის მანძილზე, და კონკრეტულად ჰიტლერისა და ევროპული პოგრომების აღზევებას ებრაელების წინააღმდეგ.

გენოციდური ტრაგედიის რეალობის გასამყარებლად, ზოგ განყოფილებაში წარმოდგენილია ასობით ფეხსაცმელი, რომლებიც ჩამოართვეს საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს გაზის კამერებში შეყრამდე,  მეორე ინახავს პერსონალურ ნივთებს – ოჯახების სურათებს, სამკაულებს, თმის ღერებსაც კი. ზოგი გადმოსცემს ისტორიებს, ფოტოებითა თუ ვიდეოების სახით.

თუმცა, ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი იყო იად ვაშემში ბავშვთა მემორიალი. ის შექმნილია ნაცისტების მიერ მოკლული 1,5 მილიონი ბავშვის მოსაგონად (მთლიანი მოკლულის ერთი მეოთხედი). ის არ ჰგავს არცერთ მუზეუმს, რომელიც ოდესმე მინახავს. (და უამრავი მუზეუმი მინახავს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საკონცენტრაციო ბანაკებიც კი – მაუნთნაუზენში, დახაუში, აუშვიცში)

შესასვლელი კარიდან პირდაპირ გადიხარ ჩაბნელებულ დერეფანში. დერეფანი საბოლოოდ მიდის დიდ ოთახში, რომელიც სავსეა სარკეებით, ისინი  განასახიერებს ექვს სანთელს შუაში. შედეგად შექმნილია ექვსი მილიონი “შუქი”. როცა მათ გარშემო დგახართ, გესმით ნაცისტების მიერ დახოცილი ბავშვების სახელები, რომლებსაც ისინი აცხადებენ. ექსპოზიციას  რომ დატოვებ, თუ ადამიანი ხარ, ტირილი გინდება!

იად ვაშემის ჰოლოკოსტის მუზეუმი

იად ვაშემის მემორიალური კომპლექსი ეძღვნება ებრაელი ხალხის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს – ჰოლოკოსტს.  იად ვაშემი შეიქმნა იმ 6 მილიონი ადამიანის ხსოვნის გასამყარებლად, რომლებიც დაიღუპნენ ნაცისტებისა და მათი მოკავშირეების ხელში, ასევე მადლიერების ნიშნად ერებს შორის მართალთა – იგულისხმება არაებრაელები, რომლებმაც გადაარჩინეს ებრაელები ჰოლოკოსტის დროს. თუ ისრაელში თქვენი მოგზაურობა იერუსალიმის შესწავლას გულისხმობს, იად ვაშემი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს მოსანახულებელ ადგილთა სიაში. ცხადია, ეს გამოცდილება არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ იქნება ცუდი იმის გახსენება, რომ რასიზმს გენოციდისგან ერთი ნაბიჯი აშორებს.

იად ვაშემი, ისრაელის უდიდესი ჰოლოკოსტის მემორიალი მდებარეობს  ჰერცლის – ხსოვნის მთის ფერდობზე,  იერუსალიმის კიდეზე.  

იად ვაშემის ოფიციალური გახსნა იერუსალიმში 1957 წელს შედგა. პირველი გამოფენები მიეძღვნა ვარშავის გეტოსა და საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენისთვის ბრძოლას. 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა მუზეუმის გაფართოების იდეა. უკვე 1993 წელს ისრაელელ-ამერიკელმა არქიტექტორმა მოშე საფდიმ დაიწყო გეგმების განხორციელება. სამშენებლო სამუშაოები 12 წელი გაგრძელდა. 2005 წელს გაიხსნა განახლებული და ტექნიკურად გაუმჯობესებული იად ვაშემის მემორიალი. ცერემონიას ისრაელის პრემიერ მინისტრი არიელ შარონი, პრეზიდენტი მოშე კაცავი და გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ესწრებოდნენ.

მთაში შეჭრილი  პრიზმის სახით, მუზეუმის არქიტექტურა ქმნის განსხვავებულ ატმოსფეროს მისი ცხრა გალერეა ინტერაქტიული ისტორიული ჩვენებით წარმოაჩენს მძიმე ისტორიის ფურცლებს. იქ ნახავთ, მრავალფეროვან მულტიმედიას, მათ შორის ფოტოებს, ფილმებს, დოკუმენტებს, წერილებს, ხელოვნების ნიმუშებს და პირად ნივთებს, რომლებიც ნაპოვნია ბანაკებსა და გეტოებში.

ჰოლოკოსტის ისტორიის მუზეუმის გარდა, იად ვაშემის კამპუსს აქვს მრავალი სხვა მემორიალი, მათ შორისაა ხსოვნის დარბაზი. აქ დაკრძალულია მიცვალებულთა ფერფლი და მარადიული ცეცხლი ანთია. მასში ასევე განთავსებულია Yad Layeled-ი,  ბავშვთა მემორიალი. ეს იხსენებს მილიონნახევარი ებრაელი ბავშვის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ ჰოლოკოსტის დროს. რკინიგზის ვაგონი, რომელიც ჩამოკიდებულია გზაზე კლდეზე –  იხსენებს დეპორტირებულთა ხსოვნას. ხალხთა შორის მართალთა გამზირზე 2000-ზე მეტი ხეა. ეს დგას არაებრაელების საპატივსაცემოდ, რომლებმაც თავიანთ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რათა ებრაელები ნაცისტებისგან დაეხსნათ.

ისტორიის მუზეუმი შედგება ძირითადად მიწისქვეშა პრიზმული ნაგებობისგან, რომელიც 16,5 მეტრი სიმაღლისა და 183 მეტრის სიგრძისაა და კვეთს იად ვაშემის გორაკს, შეაღწევს სამხრეთიდან და გამოდის ჩრდილოეთით.  სახელების დარბაზი, რომელიც მდებარეობს მუზეუმის ბოლოში, არის კონუსური სტრუქტურა, ის შეიცავს ჰოლოკოსტის ყველა ცნობილი მსხვერპლის პირად ჩანაწერებს.

ჰოლოკოსტის მუზეუმის მონახულება

იად ვაშემის მემორიალში ვიზიტი ერთ-ერთი პროტოკოლური მოვლენაა უცხო სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისა და სხვა მაღალი დონის ოფიციალური პირების ისრაელში ვიზიტის დროს.

მაგრამ არა მხოლოდ დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები მიიჩნევენ თავიანთ მოვალეობად მემორიალის მონახულებას. ათასობით ადამიანი, ვინც ჩადის ისრაელში დასასვენებლად ან სამუშაოდ, ცდილობს მოინახულოს ჰოლოკოსტის მუზეუმი, რათა უკეთ გაიაზროს ისტორიის ეს პერიოდი და პატივი მიაგოს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას.

იომ ჰაშოა – ჰოლოკოსტისა და ევროპელი ებრაელთა გმირობის დღეა. ეს თარიღი დაწესდა 1951 წლის 12 აპრილის ქნესეტის დადგენილების შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ხელში დაღუპული ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნისადმი. ამ დღეს ისრაელის მასშტაბით მოძრაობა ჩერდება ორი წუთით, ჩერდება რადიომაუწყებლობა, ისრაელელები სიჩუმეში იყინებიან, იხსენებენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ეპოქის მსხვერპლს. ჰოლოკოსტის დღეს („იომ ჰაშოა“) ისრაელში იმართება ოფიციალური ცერემონიები მსხვერპლთა პატივსაცემად, რომელთაგან მთავარი ტარდება იად ვაშემის მემორიალთან.

იად ვაშემი არ არის ემოციურად ადვილი მოსანახულებელი მუზეუმი. ეს ნამდვილად არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ისრაელის ნებისმიერი სტუმრისთვის, რათა გაიგოს ჰოლოკოსტის ნამდვილი მასშტაბები და გავლენა. მუზეუმში  შესვლა უფასოა.

Recommended Posts

სტატიები

484 დღიანი ტყვეობის  შემდეგ: იარდენი, ოფერი და შმუელი სახლებში არიან!

სამი მძევალი, რომლებიც ღაზის სექტორში 484 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული  ისრაელში 1-ელ თებერვალს დილით დაბრუნდა. ესენი არიან იარდენ ბიბასი, შმუელ (კიტ) სიგალი და ოფერ კალდერონი. ისინი გაიტაცეს 2023 წლის 7 ოქტომბერს კფარ აზასა და ნირ ოზის კიბუციებიდან. მათი დაბრუნება მოხდა  ჰამასთან გაცვლითი […]

Michael
სტატიები

როგორ უმკლავდება ისრაელი დაუნდობელ მტრებს?

ისრაელი წარმატებული ქვეყანაა რეგიონში. იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილი კორუფციით, ავტორიტარიზმითა და ეკონომიკური სტაგნაციით არის დაავადებული, ისრაელი გადაიქცა მაღალტექნოლოგიურ ჰაბად. ეს არის „დამწყები ერი“, რომელიც ლიდერობს მსოფლიოში ტექნოლოგიაში, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. მისი ბევრი მეზობლისთვის ეს ძნელად მოსანელებელია. და მაინც, […]

Michael